|
2018-03-09 09:59:31, 2530 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ჯინდერესზე კონტროლი დაამყარა
თურქეთის არმიამ სირიის აფრინის რეგიონში ქალაქ ჯინდერესის ცენტრზე კონტროლი დაამყარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯინდერესი აფრინის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის ყველაზე დიდი დასახლებაა. თურქეთის არმიამ და „სირიის თავისუფალი არმიის“ დანაყოფებმა ქალაქი მას შემდეგ აიღეს, რაც სირიელი ქურთების „სახალხო თავდაცვის დანაყოფები“ განდევნეს და ქალაქთან ახლოს მდებარე შემაღლებული ადგილი აიღეს. თურქეთის არმია იარაღით აღჭურვილ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქურთულმა ჯგუფებმა ქალაქის ტერიტორია დანაღმეს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაი ერდოღანმა განაცხადა, რომ ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში 3089 ტერორისტია ლიკვიდირებული. ქურთული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში თურქეთის არმიის დაბომბვებს 165 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთი 20 იანვრის შემდეგ სირიის ჩრდილოეთში, აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაციას აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)