|
2018-03-08 17:54:12, 2488 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქციები გამართეს
ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციებით აღინიშნა. აქციების ფარგლებში ათამდე პროფკავშირი გაიფიცა, მათ შორის მადრიდის ატოჩას სადგურის თანამშრომლებიც. პროტესტის ნიშნად ესპანეთის ტერიტორიაზე 300-მდე მატარებელი 24 საათის განმავლობაში მოძრაობას შეწყვეტს. მადრიდში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას, მსახიობი პენელოპა კრუსიც შეუერთდა. ესპანელმა ვარსკვლავმა ოჯახში ძალადობა გააპროტესტა. ესპანეთში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ პრობლემად სამსახურში ყოველთვიურ ანაზღაურებაში გენდერული ნიშნით განსაზღვრულ სხვაობას ასახელებენ. Eurostat-ის ინფორმაციით, ესპანეთის კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს მათ კაც კოლეგებზე, სულ მცირე, 13%-ით დაბალი ანაზღაურება აქვთ. ქალთა დღეს იტალიაშიც საპროტესტო აქციით შეხვდნენ. რომსა და მილანში ფართომასშტაბიანი აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გუშინ გვიან ღამით დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება. ევროკავშირის ქვეყნებს შორის იტალია ერთ-ერთია, სადაც ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)