21:21 - 16 May, 2026
|
2018-03-08 13:05:26, 2301 ნახვა
მსოფლიო
ალაბამის შტატის ერთ-ერთ სკოლაში სროლისას 17 წლის მოსწავლე დაიღუპა
ალაბამის შტატში, ქალაქ ბირმინგემის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 17 წლის მოსწავლე გოგონა დაიღუპა, ორი მოზარდი კი დაშავდა. Abcnews-ის ცნობით, პირველადი ვერსიით, სკოლის მოსწავლე მეგობრებთან ცეცხლსასროლი იარაღით თამაშობდა, რა დროსაც შემთხვევით გასროლა მოახდინა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გოგონა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ფლორიდის სკოლაში 14 თებერვალს, სროლის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თავდასხმის დროს გადარჩენილებთან შეხვედრაზე სკოლის თანამშრომლებს იარაღის ტარება და დაცვის სამსახურში ყოფილი სამხედროების აყვანა შესთავაზა. 6 მარტს, ფლორიდის შტატის სენატმა სკოლის თანამშრომლების შეიარაღების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)