|
2018-03-06 15:29:32, 2496 ნახვა
მსოფლიო
ფლორიდის შტატის სენატმა სკოლის თანამშრომლების შეიარაღების კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ფლორიდის შტატის სენატმა სკოლის თანამშრომლების შეიარაღების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მომხრე 20 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი, 18. კანონპროექტი სკოლის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, მოსწავლეების დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღი ატარონ. სკოლები „მარშალებს“ თავად აირჩევენ. არჩეულთაგან სკოლის მასწავლებელი არავინ უნდა იყოს. ასევე, ერთ სკოლაში ათზე მეტი „მარშალი“ ვერ იქნება. ამასთან, ისინი ვინც მიიღებენ უფლებას ატარონ იარაღი, ჯარში მსახურების გამოცდილება ან ოფიცერთა სპეციალური კურსები უნდა ჰქონდეთ გავლილი. ახალმა კანონპროექტმა წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა უნდა გაიაროს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სკოლის თანამშრომლებს იარაღის ტარება შესთავაზა. ამის შესახებ ქალაქ პარკლენდის სკოლაზე თავდასხმის დროს გადარჩენილებთან შეხვედრის დროს განაცხადა. გარდა ამისა, მან შეხვედრის მონაწილეებს სკოლის დაცვის სამსახურში ყოფილი სამხედროების აყვანაც შესთავაზა. ფლორიდის სკოლაში 14 თებერვალს, სროლის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)