|
2018-03-05 18:26:15, 2504 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა იანუკოვიჩს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა
ევროკავშირმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის 12 წევრს ინდივიდუალური სანქციები გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. საბჭოს გადაწყვეტილებით, შემზღუდავი ზომების მოქმედების ვადა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. იანუკოვიჩმა უკრაინა 2014 წლის გაზაფხულზე დატოვა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, ბრალად კი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ხარჯების არამიზნობრივი ხარჯვა ედება. აღნიშნულის შემდეგ, მარტში, ევროკავშირმა სანქციები იანუკოვიჩსა და მის გარემოცვას სანქციები პირველად დაუწესა. „შავ სიაში“ არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილები. აღსანიშნავია, რომ სიიდან ამოიღეს ბიზნესმენი სერგეი კლიუევი და უკრაინის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ელენა ლუკაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)