|
2018-03-04 11:32:19, 2729 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი 18 მარტს საერთო უკრაინულ მარშს აანონსებს
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს 18 მარტს საერთო უკრაინულ მარშზე გამოსვლისკენ მოუწოდა. სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს, არსენ ავაკოვის და იური ლუცენკოს გადადგომას და არჩევენების დაუყოვნებლივ გამართვას მოითხოვს. "გთავაზობთ, 18-ში, ჩავატაროთ საერთოუკრაინული სამშვიდობო მარში და მოვითხოვოთ პოროშენკოს, ავაკოვის და ლუცენკოს გათავისუფლება, და დაუყოვნებლივი არჩევნების ჩატარება. ჩვენ გვექნება 2 კვირა კარგად მომზადებისთვის", - დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. გუშინ, უკრაინის უმაღლეს რადასთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირბის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დააკავე. სამართალდამცველები ე.წ. კარვების ქალაქში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ, თუმცა მომიტინგეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. მოგვიანებით მათ მაინც შეძლეს კარვებში ჩხრეკის ჩატარება და Ф-1-ს და РГД-5-ის ტიპის 10 ხელყუმბარა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ამოიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)