|
2018-03-02 12:34:46, 2247 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში, სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში, სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. Torgauer Zeitung-ის ინფორმაციით, გვიან ღამით პოლიციაში ძარცხვის შესახებ ინფორმაცია შევიდა. გერმანელმა სამართალდამცავებმა ქალაქ მოკრენას ერთ-ერთ მაგისტრალზე მოპარული ავტომობილი იპოვეს. მანქანაში სამი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. „პოლიციის გამოჩენისთანავე მათ მიმალვა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. დაკავებულების ასაკი 29-დან 35 წლამდეა. გამოძიებით დადგინდა რომ სამივე მათგანს ბოლო თვეებში მომხდარ ძარცვასთან კავშირი ჰქონდათ“, - წერს გამოცემა. ბინის ჩხრეკისას, მეოთხე პირიც, ასევე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც გერმანული მედიის ინფორმაციით, ქურდობასა და ძარცვაში მონაწილეობდა. კრიმინალისტებმა ბინიდან სხვადასხვა დროს ნაძარცვი ნივთები ამოიღეს. საქართველოს ოთხივე მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)