20:18 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-25 12:15:46, 2903 ნახვა

მსოფლიო
იემენში ანტიტერორისტული დანაყოფის შტაბბინაზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

იემენის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ ადენში ანტიტერორისტული დანაყოფის შტაბბინაზეთავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.

მედიკოსების ინფორმაციით, თავდასხმის დროს გარდაცვლილებს შორის ერთი ქალი და ორი ბავშვია.

Theguardian-ის ცნობით, ანტიტერორისტული ბაზის შესასვლელთან ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ორი მანქანა ააფეთქა, რის შემდეგაც ექვსმა შეიარაღებულმა ისლამისტმა ცეცხლი გახსნა და შენობის შტურმით აღება სცადა. ყველა თავდამსხმელი დაცვის წევრებმა მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ადენი ამჟამად იემენის დროებითი დედაქალაქია. იემენის პრეზიდენტის აბდ-რაბუ მანსურ ჰადის სამთავრობო ძალები საუდის არაბეთის მხარდაჭერით ჰუსიტ ამბოხებულებს 2015 წლის შემდეგ ებრძვის









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics