|
2015-05-15 18:35:44, 586 ნახვა
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას უმასპინძლებს
18-20 მაისის ჩათვლით, თბილისს არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის, სულთან ბის საედ ალ მანსურის (Sultan bin Saeed Al Mansoori) ხელმძღვანელობით ეწვევა. დელეგაციაში ასევე იქნებიან მაღალი რანგის სტუმრები საჯარო და კერძო სექტორიდან, ასევე კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, საცალო ვაჭრობის, წარმოების, ტრანსპორტისა და და ლოგისტიკის სექტორებში საქმიანობენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროს სსიპ „მეწარმეთა განვითარების სააგენტოსა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით დაგეგმილია ბიზნეს ფორუმი, რომელიც 19 მაისს, სასტუმრო “ Radisson Blu Iveria“-ში გაიმართება. ბიზნეს-ფორუმის მონაწილეები საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებს გაეცნობიან, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიებს შორის. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტებისა და საწარმოების მონახულება.
ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)