|
2015-05-15 13:20:07, 1491 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ შსს-ს რეფორმის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. რეფორმა შსს-ს ორ ნაწილად გაყოფას გულისხმობს. კერძოდ, შსს-ში დარჩება ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობას პრემიერი წარუდგენს, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით 6 წლის ვადით დაამტკიცებს. "ყველასთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის პროცედურები დაწყებულია. დიდი ხანია ვსაუბრობთ, ეს ჩვენი სამთავრობო გუნდის დაპირება იყო.დღეს წარდგენილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან კანონპროექტი, რომელიც განიხილეს მთავრობაზე და მივიღეთ.ეს ითვალისწინებს ახალი სამსახურის შექმნას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას, რომლებშიც შევლენ სპეცსამსახურები, როგორიც არის კონდაზვერვა, ანტიტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, აქვე კანონში ჩაწერილი რაც არის, არის მისი ხელმძღვანელის დანიშვნის წესი, რომელსაც პრემიერი წარუდგენს მთავრობას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით დაამტკიცებს მას. ეს გადაიგზავნება პარლამენტში, კომიტეტებში განიხილავენ. თუ რამე შენიშვნები იქნება მას გავითვალისწინებთ, სამუშაო პროცესში კიდევ შეიძლება რაღაც რაღაცები შეიცვალოს. შსს-ში დარჩება ყველა პოლიციური დანაყოფები და სპეცსამსახურები რაც არის, უშიშროებაში გადავა, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 6 წლის ვადით აირჩევა.ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადად. არ შეიძლება ორჯერ არჩევა ერთი და იგვივე პიროვნების. ამ რეფორმის მთავარი მიზანია, არაპოლიტიზირება",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)