13:35 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-10 10:51:32, 2239 ნახვა

სამართალი
ჟენევის სასამართლომ ივანიშვილის ყოფილი ბანკირი დამნაშავედ სცნო

ჟენევის სასამართლომ Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი პატრის ლესკადრონი, რომელსაც ბრალად მაქინაციები ედებოდა, დამნაშავედ სცნო, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ლესკადრონმა მაქინაციების მეშვეობით, კლიენტებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 143 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (152 მილიონი დოლარი) ოდენობით ზარალი მიადგათ.

მედიის ცნობით, ყოფილ ბანკის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიების მიმდინარეობისას ის ბრალს უარყოფდა, თუმცა დადგინდა, რომ უკანონო გარიგებებით 54 წლის ლესკადრონმა 30 მილიონი ფრანკი მიითვისა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი ბანკირი 2015 წელს დააკავეს.

სასამართლომ მას 130 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით ზიანის ანაზღაურება და კლიენტებისთვის კომპენსაციის სახით 22 მილიონი ფრანკის გადახდა დააკისრა. სულ ყოფილი ბანკირის უკანონო შესყიდვების და დოკუმენტაციის გაყალბების გამო 6 ადამინი დაზარალდა, ერთ-ერთი კი, ბიძინა ივანიშვილია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics