12:15 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 14:34:35, 1779 ნახვა

სამართალი
მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი ნაწილობრივ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა.

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სჭირდებათ გარკვეული დრო, რათა გაეცნონ სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილ პოზიციას, რასაც არ დაეთანხმა პროკურატურა. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის შუამდგომლობის გარდა, წარმოდგენილი იყო სასამართლოს მეგობრის პოზიციები და მასალების გაცნობას გარკვეული დრო სჭირდებოდა.

შეგახსენებთ, გასული წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის პროკურატურა ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს.

ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics