|
2015-01-16 19:34:53, 3314 ნახვა
სხვადასხვა
კომისიამ „TV3“-ის, „პირველი რადიოს“ და რადიო „ მწვანე ტალღის“ სამაუწყებლო ლიცენზიებს მოქმედების ვადა გაუგრძელა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „TV3“-ის, „პირველი რადიოს“ და რადიო „ მწვანე ტალღის“ სამაუწყებლო ლიცენზიებს მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შპს „TV3“-ის თანამგზავრული სისტემების გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის N B84 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელდა. კომპანიამ სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (2000 ლარი) წარადგინა. "შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ N B79 კერძო საერთო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის ფარგლებშიც კომპანია ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. სენაკში, ქ. ახალციხეში, ქ. გორში და ქ. მარნეულში მაუწყებლობს, ლიცენზიის მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელდა. კომპანიამ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით სალიცენზიო გადასახდელი 36 855 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხოს. სამივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)