16:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 10:48:56, 2915 ნახვა

მსოფლიო
არსენ ავაკოვი: უკრაინასა და საქართველოს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შეთანხმება მზადდება

უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის მზადდება შეთანხმება მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გაცვლის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა საქართველოს ელჩთან გელა დუმბაძესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ინფორმაციას Unian.ua ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, კერძოდ, პოლიციის საქმიანობის სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობის მაღალ დონეს.

„ჩვენმა ხალხმა ერთად უნდა დაძლიოს სირთულეები, რომელიც ჩვენს გზაზე წარმოიქმნა. საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური მუშაობა, რა თქმა უნდა, დადებითად იქნება აღნიშნული ორივე ქვეყნის მოქალაქეების მიერ“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.

ამასთან, უკრაინის შს მინისტრის თქმით, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების მომზადება მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გაცვლის შესახებ, ასევე უწყებათაშორისი თანამშრომლობა ტრანსსასაზღვრო დანაშაულებების აღკვეთის მიზნით.

თავის მხხრივ ქართველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული კარგი ურთიერთობის დასტურია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics