09:59 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 13:48:36, 2413 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ბრალდების მხარის ახალი მტკიცებულებები არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს დაურთო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა დასრულდა.

მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით უნდა წარდგენილიყვნენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები წარადგინა,  მხარეებს შესავალი სიტყვა დღეს არ უთქვამთ.

სასაართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა და მიიჩნია, რომ ეს მტკიცებულებები საქმეს უნდა დაერთოს.

პროკურორი მტკიცებულებების შინაარსობრივ ნაწილს არ ახმაურებს. თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით სხვა მტკიცებულებებთან ერთად დასტურდება, რომ პატიმრობაში მყოფმა ორმა ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა.

ამასთან, პროკურორი ზვიად ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ახალი მტკიცებულებები ექსპერტიზის დასკვნებს წარმოადგენს, რომელთა დაკავშირებითაც ექსპერტები დაიკითხებიან. დღევანდელ პროცესზევე სასამართლომ გადასინჯა მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ის უცვლელაად ძალაში დატოვა.

არსებითი განხილვის შემდეგი სხდომა 25 იანვარს 16:30 საათზე ჩაინიშნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics