2018-01-17 15:11:55, 3276 ნახვა
სამართალი
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილის, პოლკოვნიკ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, პირის დაკავება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვის ბრალდებით მოხდა.
„სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარლგებში, დაკავებულია ერთი პირი სსკ-ის 236-ე მუხლით (ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ბრალდებით). აქვს თუ არა მას უშუალოდ კავშირი მკვლელობის საქმესთან, აღნიშნულზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაზე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ავტორი: ,