07:24 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 13:34:43, 1913 ნახვა

სამართალი
თამაზ ქვლივიძის ადვოკატი: სასამართლომ ზეწოლას ვერ გაუძლო და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო

კლუბს „ბასიანთან“ პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატის, ზაზა მესხის განცხადებით, სასამართლომ ზეწოლას ვერ გაუძლო და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

ზაზა მესხი ამბობს, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია არავითარი ახალი გარემოება, რის გამოც საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო,  შეიძლება პატიმრობით შეცვლილიყო.

ადვოკატის განმარტებით, ქვლივიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. კერძოდ, იმ ნაწილში, რომ მას ცივი იარაღი ჰქონდა:

„უბრალოდ იქნევდა თავდაცვის მიზნით“, - აღნიშნა ზაზა მესხმა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კლუბ „ბასიანთან“ პოლიციელისა და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იგი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით,13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ბრალდებულმა შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მისი დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics