2018-01-09 09:13:45, 1838 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება.
მხარეებმა არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.
დღეს ასევე სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩაინიშნა.
"მიგვაჩნია, რომ გამოძიება არ არის სრულყოფილად ჩატარებული, ბევრი უმნიშვნელოვანესი დეტალი არის გაურკვეველი, საზოგადოებას აწუხებს ბევრი ისეთი შეკითხვა, რომელზეც ბრალდების მხარე პასუხს ვერ სცემს,"-განუცხადა „რუსთავი 2“-ს ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს.
ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.
ავტორი: ,