22:43 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 17:46:29, 1837 ნახვა

სამართალი
„ნაციონალური მოძრაობა“ შსს-ს მოუწოდებს, მესტიაში მათი პარტიის წევრის მკვლელობის ფაქტი დროულად გამოიძიოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის მესტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და საკრებულოს დეპუტატ ლომარ  ნიგურიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ამასთან, ენმ შსს-ს მოუწოდებს, მომხდარი დროულად გამოიძიოს.

„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. ამასთან, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დორულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. დღისით, მზისით ჩვენი პარტიის წარმომადგენელი  საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. ჩვენ დაველოდებით დეტალების გარკვევას,  თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც მსგავსი ფაქტები ხდება ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობაა - წახალისებული კრიმინალი.   ესაა იმ პოლიტიკური ნების გამოხატულება, რასაც დღევანდელ ხელისუფლებას ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, ნაცვლად იმისა, რომ ამ მდგომარეობას ებრძოდეს, კომუნისტური რეიდებითაა წარმოდგენილი“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics