2017-12-24 12:41:39, 2003 ნახვა
სამართალი
საპოლიციო კონტროლისას, სამართალდამცველის მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომის რამდენიმე ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას თითოეულ სამართალდამცველს ჰქონდა მკაცრი მითითება, კანონის სრული დაცვით ემოქმედა.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რამდენიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა და იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სამსახურებრივი გადაცდომა, თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ღირსეულად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. ასევე დიდი მადლობას უხდის თითოეულ იმ მოქალაქეს, რომლებმაც ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან.
მსგავსი თანამშრომლობით, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია და შევქმნათ უსაფრთხო გარემო“,-აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ,