2017-12-21 18:27:32, 2456 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს „ტყუილების სახლი“ უწოდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრის გამო, გაეროს "ტყუილების სახლი" უწოდა.
ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დარჩება მიუხედავად იმისა, აღიარებს ამას გაერო თუ არა. ამასთან, ის ფიქრობს, რომ ვაშინგტონის პოზიციას დღევანდელ კენჭისყრაზე ბევრი ქვეყანა გაიზიარებს.
„ისრაელის სახელმწიფო კენჭისყრას არ აღიარებს. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ქვეყნების საელჩოები, პირველ რიგში აშშ-ს საელჩო, იერუსალიმში გადმოვა“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
დღეს გაეროში კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას აუქმებს.
ავტორი: ,