2017-12-20 12:02:19, 2091 ნახვა
სამართალი
1 იანვრიდან მსჯავრდებულების გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება იხსნება
სასჯელაღრსულების მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან მსჯავრდებულების გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება გაიხსნება.
როგორც კახიშვილმა განმარტა, აღნიშნულ დაწესებულებაში გადაყვანილი იქნებიან ის პრები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე 1 წელი დარჩათ:
„მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ პროფესიებს. გარდა ამისა, ამ დაწესებულებიდან მოხდება მსჯავრდებულების გათავისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში იმ შემთხვევაში, თუ ისინი იპოვიან მუდმივ სამუშაო ადგილს, ან ივლიან სასწავლებელში. ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, დატოვონ დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე და სადღესასწაულო დღეებში“,-განაცხადა კახა კახიშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
აღნიშნულს პარლამენტის მიერ საგაზაფხულო სესიაზე მხარდაჭერილი კანონპროექტი, დღეს უკვე მოქმედი ნორმა ითვალისწინებს.
ავტორი: ,