|
2015-05-09 10:48:46, 570 ნახვა
სამართალი
შსს-მ დიდუბეში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გელა ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გელა ა. ყაჩაღურად თავს დაესხა მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავალუტო ჯიხურს და ჯიხურის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოთხოვა. სავალუტო ჯიხურის თანამშრომელმა დავით ბ-მ თავდასხმისას გელა ა-ს წინააღმდეგობა გაუწია. თავდამსხმელმა დავით ბ-ს მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შედეგად დავით ბ-მ ფეხის არეში დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და განაიარაღეს. დავით ბ. ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)