|
2015-05-08 20:08:23, 371 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ვანო მერაბიშვილის ახირების გამო, სახელმწიფო ზარალდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია "დაგის" საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ვანო მერაბიშვილისთვის, წყნეთში სახლის აშენება აიძულეს. როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ვანო მერაბიშვილის სახლისთვის ხსენებულმა კომპანიამ უკვე მილიონ 200 000 ლარი გადაიხადა.ღარიბაშვილის თქმით, კომპანია "დაგის" მერაბიშვილის სახლისთვის დახარჯულ თანხას დღევანდელი მთავრობა უბრუნებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. "არის ასეთი კომპანია "დაგი", რომელსაც აიძულეს და ე.წ. პრემიერის სახლის მშენებლობა დაავალდებულეს.ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, სახლისთვის ამ კომპანიამ მილიონ ორასი ათასი ლარი გადაიხადა უკვე. ასეთი საკითხების შემსწავლელი სპეციალური კომისია არის შექმნილი. ამ კომპანიას ჩვენ ახლა თანხას ვუბრუნებთ.მერაბიშვილის ახირების გამო, სახელმწიფო ზარალდება. ვფიქრობ, ეს არის გამოძიების საგანი, ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. როგორ მოხდა, რომ კომპანიას დაავალდებულეს ახალი სახლის მშენებლობა. ახალ სახლს აშენებინებდნენ არათუ წყნეთის აგარაკებით სარგებლობდნენ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რაც შეეხება წყნეთის აგარაკებს, ღარიბაშვილის თქმით, წყნეთის აგარაკებით დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი და სხვები სარგებლობდნენ. ამასთან, პრემიერის თქმით, მთავრობა წყნეთის აგარაკებს გაასხვისებს. "ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წყნეთის აგარაკები გავასხვისოთ. არც ერთი მთავრობის წევრს არ უსარგებლია ამ აგარაკებით.ერთ-ერთი აგარაკი დავუკანონეთ მანანა გამსახურდიას, რომელსაც წლების განმავლობაში არ გადასცეს საკუთრებაში ის აგარაკი, რომელიც წესით ეკუთვნოდა ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს და ჩვენ გადავეცით. დანარჩენი ყველა აგარაკი იყიდება",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)