13:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 18:18:10, 322 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიის მიერ მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებული ნიშნულები თითქმის დაკმაყოფილებულად ითვლება

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე პროგრესული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ერთ-ერთი თავი მოქალაქეთა უფლებებს, მათ შორის უმცირესობათა დაცვას ეხება.

 ევროკომისია  საქართველოს მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებულ ნიშნულებს    დაკმაყოფილებულად  უთვლის.

"თანდათანობით ხდება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ქმედითი განხორციელების განმტკიცება პრეცედენტული სამართლისა და პრეცედენტების მეშვეობით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ცოტა საქმე თუ არის შეტანილი სასამართლოებში. ეს მოვლენები მოჰყვა ანტიდისკრიმინაციული კანონის -რომელიც ქმნის საკანონმდებლო ბაზას თანასწორობისა და დისკრიმინაციის არარსებობის უზრუნველსაყოფად - ძალაში შესვლას და მის განსახორციელებლად გატარებულ ზომებს, რომლებშიც გადამწყვეტ როლს სახალხო დამცველის აპარატი ასრულებს.
რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციული კანონის გარკვეულ დებულებებს, ასეთი სიფხიზლე საჭიროა იმის უზურნველსაყოფად, რომ პრაქტიკულად ხორციელდებოდეს ადეკვატური და ეფექტიანი დაცვა დისკრიმინაციისგან და რომ ნებისმიერი გადახვევა გამოყენებული იქნეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების და საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, პრემიერ-მინისტრთან არსებული ადამიანის უფლებათა სამდივნო სრულად არის დაკომპლექტებული პერსონალით და 2014 წლისთვის დაგეგმილი ყველა სამუშაო შესრულებულია. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა ასევე ეთნიკური უმცირესობების დაცვაში და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაში. საქართველომ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები რეგიონული ანუ უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ხელმოსაწერად და საქართველოს კანონმდებლობის ქარტიის დებულებებთან ჰარმონიზების მისაღწევად. გარდა  ამისა, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოების სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მისაღებად. მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებული ნიშნულები თითქმის  დაკმაყოფილებულად  ითვლება",-ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომლის თარგმანიც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics