01:27 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 16:46:55, 1994 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს მოუწოდა, კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს

უკრაინის შინაგამ საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს, - ამის შესახებ შს მინისტრი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ავაკოვმა აღნიშნა, ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას.

"სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს, გაიაროს კანონიერი პროცედურა და წარდგენილ ბრალდებას უპასუხოს და არა სისხლისღვრისა და დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს“, - წერს ავაკოვი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით დააკავეს, თუმცა მომხრეებმა ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ამ დროისთვის სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქციას მართავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics