01:27 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 15:34:26, 1946 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებმა ხელკეტები მიიტანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებმა ხელკეტები მიიტანეს, - ამის შესახებ Strana იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვაფენილების აყრა და ბარიკადების მოწყობა დაიწყეს.

ამასთან, მედიის ცნობით, მხარდამჭერები პოლიციელებს ქვებსა და ბოთლებს ესვრიან. ისინი ბარიკადების მოწყობას ნაგვის ურნებითაც ცდილობენ.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics