2017-12-02 00:51:24, 2448 ნახვა
ეკონომიკა
ცოტნე ყავლაშვილი GIZდა USAID-ის პროგრამის მხარდაჭერილ პრეზენტაციას დაესწრო
ფინანსთა მინისტრის მოადგილე სახაზინო სამსახურის უფროსი ცოტნე ყავლაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და USAID-ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა" (GGI) მხარდაჭერით ორგანიზებულ პრეზენტაციას დაესწრო.
პროზენტაციის სახელწოდებაა: „შეფასების სისტემის დანერგვა და განვითარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში."
პრეზენტაციაზე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები და დონორები გაეცნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში GIZ-ის ფინანსური დახმარებით მიმდინარე შეფასების სისტემის პროექტის ანგარიშს.
შეფასების სისტემის განვითარება საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილია და მიზნად ისახავს საჯარო დაწესებულებებში შესრულებული სამუშაოს ხარისხის ამაღლებას.
(NS)
ავტორი: ,