00:40 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 17:44:26, 2501 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პროკურატურამ აშშ-ის ყოფილი აგენტის დაკავების ორდერი გასცა

სტამბოლის პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ოფიცრის, გრეჰემ ფულერის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ NTV იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთი CIA-ს ყოფილ აგენტს 2016 წელს სამხედრო პუტჩის მონაწილეობას აბრალებს. ამასთან, ხელისუფლება ფულერს მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირსაც ედავება.

მედიის ცნობით, ფულერის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით არის აღძრული: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, შპიონაჟი და საკონსტიტუციო წესრიგის შეცვლა.

გრეჰემ ფულერი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი აგენტია, რომელიც ირანსა და თურქეთში მუშაობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics