|
2015-05-07 14:30:28, 363 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ქართული ჯარის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას საკადრის პასუხს გავცემ
„თუ კი მსგავსი კამპანიები იქნება ქართული ჯარის წინააღმეგ, ყველას საკადრის პასუხს გავცემ“, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საკომიტეტო მოსმენაზე რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქართველ სამხედროებს აფრიკაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. ხიდაშელმა აღნიშნულ ინფორმაციას ქართული ჯარის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია უწოდა. „დღემდე ამ ინფორმაციის გავრცელების გამო არც სინანული, ბოდიში და უარყოფა არ მოგვისმენია. მე, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყველას ვაძლევ პირობას, მინდა ყველამ ძალიან კარგად გაიგოს, სრული კატეგორიულობით, არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, ეს იქნებიან ჟურნალისტები, ექსპერტები, პოლიტიკოსები, ყოფილი მთავარსარდალი, თუ კი მსგავსი ბინძური კამპანიები იქნება ქართული ჯარის წინააღმდეგ, ყველას გავცემთ საკადრის პასუხს, თავდაცვის სამინისტროც და მე, პირადად თავდაცვის მინისტრი“, – აღნიშნა ხიდაშელმა. მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“, მთავრობისა და თავდაცვის მინისტრისთვის პრიორიტეტი ქართული ჯარია. „ქართული სახელმწიფო დღეს დგას ქართულ ჯარზე, ჩვენი პრესტიჟი გარეთ დგას ქართულ ჯარზე, თუ რამით ვამაყობთ, რამით გვიცნობენ, ვუყვარვათ, გვაფასებენ, ესენი არიან ქართველი ჯარისკაცები, მათი თავდადება ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ეს არის ამბავი,როცა ყველა თითოეული ჩვენგანი უნდა ვუბრთხილდებოდეთ და განსაკუთრებით ტყუილებს არ უნდა ვიგონებდეთ რა თქმა უნდა. ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრის, მთავრობის და „ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტი არის ქართული ჯარი, თითოეული მათგანი, მათი უფლებები, ინტერესები, ღირსეული პირობების შექმნა მათი მსახურებისთვის, იმისათვის, რომ სხვა საფიქრალი არ ჰქონდეთ, გარდა იმ ვალისა, რომელსაც ქვეყნის წინაშე ძალიან ღირსეულად იხდიან“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, 30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ცენტრალურ აფრიკაში სამშივდობო მისიებში მონაწილე ფრანგ და ქართველ სამხედროებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში იღემდნენ მონაწილეობას.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)