|
2015-05-07 14:03:24, 536 ნახვა
სამართალი
სამი წვევამდელის წამებაში ბრალდებულ შსს-ს თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანაშრომელს, რომლესაც წვევამდელების წამება ედებოდათ ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. საგამოძიებო უწყების ცნობით, 2015 წლის 6 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქ. თბილისის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძლების არსებობის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანაშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტმენტის გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის საგუშაგოზე მივლინებულმა წვევამდელებმა - გ. გ.-მ, ზ. ნ.-მ და ა.თ.- მ, 2014 წლის ივლისში, თვითნებურად, დროებით დატოვეს საგუშაგო, რისთვისაც მათი დაშინებისა და დასჯის მიზნით, ოცეულის მეთაურმა - შ. ს.-მ, ათეულის მეთაურმა - პ.ხ.-მ და ათეულის სერჟანტმა - ლ.ქ.-მ, ისარგებლეს რა სამსახურებრივი მდგომარეობით, წვევამდელები ჩაიყვანეს ყაზარმის სარდაფში, სადაც ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცემეს ხელებით და ფეხებით, დააყენეს მუხლებზე, რა დროსაც შ.ს.-მ საქამრიდან ამოიღო მასზედ განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით. წვევამდელების ცემა, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა გრძელდებოდა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის შემდგომ, კვლავ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დადგენილი წესის უგულებელყოფით, შ.ს-მ, პ.ხ-მ, და ლ.ქ-მ დაზარალებულები აიძულეს ჯარისკაცის სრული აღჭურვილობით (იწონის 25 კგ-ს), დაახლოებით 24 საათის განმავლობაში შეუცვლელად მდგარიყვნენ საგუშაგოზე. ორმა დაზარალებულმა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც კვლავ თვითნებურად მიატოვეს საგუშაგოს ტერიტორია. ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც სასჯელის სახით განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 9-დან 15 წლამდე ვადით.წამების წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტად“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)