|
2015-05-07 13:53:54, 786 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2015 წლის 7 მაისს დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოხელეთა სახელით ატყუებდა და ყალბი პასპორტის, ასევე, სხვა დოკუმენტების დამზადების სანაცვლოდ ფულს სძალავდა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, საქართველოს მოქალაქე (ი. ა.), ასევე, საქართველოს მოქალაქეს (დ. ბ.) ყალბი დაბადების მოწმობის, პირადობის მოწმობისა და საზღვარგარეთის პასპორტის დამზადებას ჰპირდებოდა და ატყუებდა, რომ ამისთვის საჭირო იყო იუსტიციის სახლში მომუშავე პირებისათვის გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა. „კერძოდ, დაკავებულმა პიროვნებამ (ი. ა.) საქართველოს მოქალაქეს (დ. ბ.) საქმის მოსაგვარებლად მოსთხოვა 4000 ამერიკული დოლარი, საიდანაც 1000 ამერიკული დოლარი წინასწარ გამოართვა, ვითომდა იუსტიციის სახლის თანამშრომლებისათვის გადასაცემად, და თაღლითურად მიითვისა. გენერალურ ინსპექციაში 2015 წლის 6 თებერვლიდან მიმდინარეობს გამოძიება მოხელეთა მიერ შესაძლო ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 338-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს ან დაკავებულ პირთან რაიმე ტიპის კონტაქტს ადგილი არ ჰქონია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მოხელეთა სახელით ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული სულ ახლახან გამოავლინა და 2015 წლის 20 აპრილს თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე პაკისტანის მოქალაქე დააკავა“, - ნათქვამია გენერალური ინსპექციის განცხადებაში. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას და აცხადებს, რომ ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტს, რომელთაც სახელმწიფო მოხელის სახელს ამოფარებული მოქალაქე ჩაიდენს, მოჰყვება მკაცრი რეაგირება.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)