|
2015-01-16 11:27:45, 2210 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინის G7-ის სამიტზე დაპატიჟება გამორიცხა
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი შვიდიანის სამიტზე დაპატიჟება გამორიცხა. ამის შესახებ მერკელმა „Frankfurter Allgemeine Zeitung“-თან ინტერვიუში განაცხადა. „დიდი შვიდიანი, მანამდე დიდი რვიანი, ყოველთვის განიხილავდა თავს, როგორც საერთო ღირებულებებით გაერთიანებული თანამეგობრობა. ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა და ჩვენი საერთო ღირებულებების უგულებელყოფაა. სწორედ ამიტომ, პუტინს არანაირი შანსი არ აქვს, რომ დიდი შვიდიანის სამიტზე დაპატიჟება მიიღოს, რომელიც ბავარიაში ივნისში გაიმართება“, - განაცხადა მერკელმა. მისივე თქმით, სანქციები მანამდე არ მოიხსნება, სანამ მათი დაწესების მიზეზი არსებობს. ცნობისთვის, დიდი შვიდიანის სამიტი გერმანიაში 7-8 ივნისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ შარშან, დიდი რვიანის სამიტი სოჭში უნდა გამართულიყო, თუმცა ყირიმის ანექსიის გამო, დიდი რვიანი რუსეთის გარეშე ბრიუსელში შეიკრიბა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)