23:11 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 13:23:26, 2473 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია ჰაიტელი მიგრანტების პროგრამას აჩერებს

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ელეინ დიუკმა განაცხადა, რომ აშშ ჰაიტელი მიგრანტების პროგრამას აჩერებს.

ინფორმაციას The New York Times-ი აქვეყნებს.

პროგრამის შეჩერებით, სპეციალურ სტატუსს 60 ათასამდე ჰაიტელი დაკარგავს. მიგრანტების პროგრამის მიხედვით მათ, აშშ-ის ტერიტორიაზე დროებით ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ქონდათ.

პროგრამა, 2010 წელს ჰაიტიში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ამოქმედდა. პროგრამის მოქმედების ვადა უკანასკნელად გახანგრძლივდება და მისი მოქმედება 2019 წლის ივლისში შეწყდება. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ჰაიტელი ლტოლვილების ახალ ვითარებასთან ადაპტირებასა და სამშობლოში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics