|
2017-11-16 13:01:23, 2212 ნახვა
მსოფლიო
The Guardian: რუსეთიდან მართული Twitter-ის ყალბი ანგარიშები ძირითადად Brexit-ის სასარგებლო ბმულებს აქვეყნებდნენ
გავრცელებული აზრი რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში გამართულ არჩევნებში, კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 400 ყალბი Twitter ექაუნთის შესახებ, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ე.წ. ტროლების ქარხნიდან იმართებოდა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული ყალბი ექაუნთები ძირითადად Brexit-ის შესახებ ბმულებს აქვეყნებდნენ. მედიის ცნობით, ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა Twitter-ის 419 ყალბი ექაუნთი გამოაშკარევეს, რომლებიც ძირითადად ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოყოფის სასარგებლო ბმულებს და ინფორმაციას აქვეყნებდნენ და აზიარებდნენ. ყალბი ექაუნთები ძირითადად ანტიევროპული ხასიათის ინფორმაციას აზიარებდნენ. როგორც კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, დემიენ ქოლინზმა აღნიშნა, რუსეთი სხვადასხვა საინფორმაციო არხით, აქტიურად ერევა ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოებრივი აზრის რუსეთის სასარგებლოდ შეცვლას, ასევე პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაციას ცდილობს. აღნიშნული კომიტეტი საზოგადოებრივი დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების საკითხზე მუშაობს. "როგორც ჩანს, რუსეთმა შექმნა და ჩამოაყალიბა დეზინფორმაციის გავრცელების უზარმაზარი ქსელი, მათ შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე. უნდა შევისწავლოთ თუ რამდენად გავრცელებულია ეს მოვლენა და როგორ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე", - გაანცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, რუსეთის მიერ სხვა ქვეყნის არჩევნებშა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის შესახებ ამერიკაშიც საუბრობენ. ამერიკის კონგრესში Twitter-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაახლლოებით, 3 ათასამდე ყალბი ექაუნთი აქტიურად აზიარებდა ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგო ინფორმაციას.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)