|
2015-05-06 11:45:28, 776 ნახვა
ეკონომიკა
„ტექნო ბუმში“ გიორგობის დღესასწაულზე 50% -მდე ფასდაკლებები იწყება
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ მომხმარებლებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მხოლოდ 6 და 7 მაისს ქსელში წარმოდგენილ ყველა დასახელების ტექნიკაზე 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ „ტექნო ბუმის“ მაღაზიებში დილის 10 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე მსოფლიო ბრენდების ტექნიკას საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად მხოლოდ „ტექნო ბუმში“ შეიძენთ. ორდღიანი აქციის ფარგლებში 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებთ: მაცივრებზე, სარეცხ მანქანებზე, გაზქურებზე, ტელევიზორებზე, მტვერსასრუტებზე, სმარტფონებზე, ნოუთბუქებზე პლანშეტურ კომპიუტერებსა და ყველა სხვა დასახელების ტექნიკაზე. „ტექნო ბუმი“ ყველა მომხმარებელს ულოცავს გიორგობის დღესასწაულს და მხოლოდ ორი დღით, ქსელში წარმოდგენილ მსოფლიო ბრენდების ყველა დასახელების ტექნიკაზე დიდ ფასდაკლებას აცხადებს. 6 და 7 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, მხოლოდ ჩვენს მაღაზიებში 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებთ როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით , ისე განვადებით“, -აცხადებენ კომპანიაში. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლებები „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში 6 და 7 მაისს მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს.
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)