|
2017-11-10 16:53:08, 985 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა
10 ნოემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ არტილერისტთა მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, შავლეგო ტაბატაძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას, მათ არტილერისტებს წარმატებები უსურვეს, სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და ქართველი არტილერისტების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ნოემბრის №737 ბრძანებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის თავდაცვის სისტემაში 20 და მეტი წლის უმწიკვლო სამსახურისთვის უწყებრივი მედლით “სამშობლოსათვის თავდადებული“ სამი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. ოთხ სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის “ I ხარისხის მედალი“ გადაეცა. თვრამეტმა სამხედრო მოსამსახურემ კი სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის II და III ხარისხის მედლები მიიღო. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, I საარტილერიო მოწვეულ სტუმრებს ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ. I საარტილერიო ბრიგადის 24 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. I საარტილერიო ბრიგადა 1993 წლის 10 ნოემბერს შეიქმნა. I საარტილერიო ბრიგადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კოალიციური ძალების ფარგლებში, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის განხორციელებაში.
(NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)