2017-11-02 08:38:40, 2245 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკის ტერაქტის შემდეგ, დონალდ ტრამპი ე.წ. მწვანე ბარათის გათამაშების შეწყვეტას მოითხოვს
ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ე.წ მწვანე ბარათის გათამაშება უნდა შეწყდეს, - შესაბამისი განცხადება მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„ჩვენს ქვეყანაში ტერორისტები ე.წ. DVLP- ის წყალობით მოდიან. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ იმიგრაციის უფლება ნამდვილ დამსახურებას ეფუძნებოდეს და აღარ იყოს ლატარიები დემოკრატიიდან. ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო რთული (და ჭკვიანი). ჩვენ შევწყვეტთ ამ სიგიჟეს!",- წერს ტრამპი.
ცნობისთვის, პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 50 ათასი ე.წ. მწვანე ბარათი თამაშდება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზატორმა სწორედ აღნიშნული ბარათი მოიგო
ავტორი: ,