|
2017-11-01 20:33:20, 1977 ნახვა
ეკონომიკა
ესტონეთის პრეზიდენტი: ჩვენი ბიზნესმენები თვლიან, რომ ესტონური ფული წარმატებულად არის დაბანდებული საქართველოში
ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კომპლექსს ,,შენი სახლი ჯიქიაზე“ ეწვივნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 5,5 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსი ქართულ-ესტონური წარმატებული ბიზნესპარტნიორობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ღონისძიების ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტმა და მიწვეულმა სტუმრებმა საცხოვრებელი კომპლექსი დაათვალიერეს. კერსტი კალიულაიდმა სიმბოლურად ნეკერჩხლის ხეც დარგო. ,,ეს არის ჩვენი ბიზნესის, ბიზნესთანამეგობრობის და ბიზნესსაზოგადოების სიმწიფის ერთ-ერთი ნიშანი. მოგეხსენებათ, ბიზნესმენი ყოველთვის მიდის და დებს ინვესტიციას იქ, სადაც თვლის, რომ კომფორტული ბიზნესგარემოა ანუ ჩვენი ბიზნესმენები თვლიან, რომ ესტონური ფული კომფორტულად არის დაბანდებული საქართველოში“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს და განაცხადა. რომ სამშენებლო კომპლექსში ქალბატონი კერსი კალიულაიდის მისვლას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მისი თქმით, ეს არის დიდი ყურადღების გამოხატვა იმ დიდი ინვესტიციებისა და აქტივობის მიმართ რომელსაც ესტონეთის ბიზნესწარმომადგენლები ახორციელებენ საქართველოში. ,,ჩვენ დღეს ბევრი ვისაუბრეთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე და ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ასეთი ვიზიტები და ინვესტიციები აძლიერებს ადამიანებს შორის ურთიერთობას და ის გარემო, რომელიც აქ დღეს შეიქმნა, არის ძალზე მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის მეგობრობისთვის. კიდევ ერთხელ გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ და ესტონელ ინვესტორებს, რომლებმაც განახორციელეს ეს პროექტი და კიდევ აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული, მისი მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. კომპლექსში უკვე შესახლებულია 700-ზე მეტი ოჯახი. ,,შენი სახლი ჯიქიაზე“ აღჭურვილია სრულყოფილი საუბნო ინფრასტრუქტურით - მოწყობილია გამწვანებული ტერიტორია, კეთილმოწყობილი სკვერი, შიდა საფეხმავლო ბილიკები, ბავშვების გასართობი, სავარჯიშო და დასასვენებელი ზონა, სტადიონი და აუზი.
(NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)