|
2015-05-04 13:27:06, 409 ნახვა
პოლიტიკა
რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპარტამენტის ახალ უფროსს შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. პრემიერ–მინისტრმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია რეგიონების განვითარებასა და რეგიონში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე. გიორგი ამაშუკელმა პირველი დავალება მიიღო მთავრობის მეთაურისგან– დაინტერესდეს ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოებით და აქტიურად ჩაერთოს რეგიონებში მიმდინარე პროცესებში. გიორგი ამაშუკელმა მადლობა გადაუხადა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)