11:13 - 13 May, 2026
|
2015-05-04 12:59:21, 352 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის სამინისტროში პირველი შეხვედრები გამართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, სამინისტროში გაცნობითი ხასიათის პირველი შეხვედრები გამართა. მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა და სამინისტროში განხროციელებული და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. გიგლა აგულაშვილი უწყებაში ყოფილ მინისტრთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მოვიდა. შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ხოკრიშვილმა მინისტრის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიგლა აგულაშვილი წარადინა. გიგლა აგულაშვილი ამ პოსტის დაკავებამდე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)