2017-10-28 14:45:00, 2679 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისთვის ახალი მოთხოვნების წაყენებას გეგმავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისადმი ახალი მოთხოვნების წაყენებას გეგმავს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის ახალი მოთხოვნების ჩამოყალიბებას ხვალ დაგეგმილ აქციაზე აპირებს.
„ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ, რომ მომიტინგეების მოთხოვნები ძალიან რთულია, მათი ჩამონათვალი კი - ძალიან მცირე. ხვალ, 29 ოქტომბერს, ყველა, ვინც უმაღლეს რადასთან მოვა, შეძლებს მოთხოვნების ჩამონათვალი გააფართოვოს", - წერს სააკაშვილი.
ამასთან, პოლიტიკოსმა იმ კითხვარის ფოტო გაავრცელა, რომელსაც აქციაზე მისული ყველა მონაწილე შეავსებს.
"ხელისუფლებამ უკრაინელების ხმა უნდა გაიგოს“, - დასძინა მან.
ავტორი: ,