|
2017-10-27 11:07:56, 1042 ნახვა
სამხედრო
SNGP-ის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივა დასრულდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივა ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. ლევან იზორიას განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დროული და ეფექტიანი განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტს წარმოადგენს და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ხელს უწყობს. მან ნატოს მხარესა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლებს პროდუქტიული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა იყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ინიციატივა მოიცავდა ნატოს პროცედურებისა და დაგეგმვის პროცესის დანერგვას ეროვნულ დონეზე სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის მიმართულებით, რაც საქართველოს ნატოსთან თავსებადობას კიდევ უფრო აამაღლებს. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები იყვნენ ნატოს ალბანელი და ბელგიელი მრჩევლები. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფისა და გენერალური შტაბის შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო მრჩეველები დაესწრნენ.
(NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)