|
2015-05-03 22:01:24, 362 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: პრეზიდენტის ჩართულობა სამთავრობო ცვლილებებში აუცილებლობა არ იყო
„კონსტიტუციიდან გამომდინარე პრეზიდენტის ჩართულობა სამთავრობო ცვლილებებში აუცილებელი არ იყო“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა. კალაძის თქმით, პრეზიდენტი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით „საქმის კურსში“ იყო. „კონსტიტუციიდან გამომდინარე პრეზიდენტის ჩართულობა სამთავრობო ცვლილებებში აუცილებელი არ იყო. ჩვენ დღეს ახალ რეალობაში გვიწევს მოღვაწეობა, კონსტიტუციით პირდაპირ არის გაწერილი, რომ მთავრობის დაკომპლექტებას უშუალოდ ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტი „საქმის კურსში“ იყო განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ერთი კვირით გადადო პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი, ეს იყო პრეზიდენტის უფლებამოსილება , მან ეს უფლებამოსილება გამოიყენა და ამაში რაიმე გარკვეულ პრობლემას ან უთანხმოებას ვერ ვხედავ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)