2017-10-23 15:03:21, 2870 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში, რადიო „Эхо Москвы“-ს რედაქციაში წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრეს
მოსკოვში, რადიო "Эхо Москвы"-ს რედაქციაში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და წამყვანს თავს დაესხა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
მედია საშუალები ინფორმაციით, მამაკაცმა წამყვანს ჭრილობა კისრის არეში, ცივი იარაღით მიაყენა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
მედიის ცნობით, წამყვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
როგორც Ria წერს, თავდასხმის მიზეზი პირადი კონფლიქტი აღმოჩნდა.
ამასთან, BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმის დროს რედაქციის დაცვის თანამშრომელიც დაშავდა.
პოლიციის თქმით, თავდამსხმელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა რომლის სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ. Life.ru-ს ცნობით, მას ბორის გერცი ჰქვია.
"Эхо Москвы"-ს რედაქტორი თავდამსმხმელის ფოტოს ავრცელებს.

ავტორი: ,