|
2017-10-22 01:22:18, 2443 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილის თქმით, მისი მხარდამჭერები უკრაინიდან საქართველოში უკანონოდ გამოაძევეს - „პოროშენკო იაფფასიანი მაფიოზივით იქცევა“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი რამდენიმე ქართველი მხარდამჭერი უკრაინიდან საქართველოში კანონდარღვევით გამოაძევეს. სააკაშვილს აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი დეპორტირებული პირის მეუღლემ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. იგი აცხადებს, რომ მის ქმარს უკრაინაში მუდმივი ბინადრობის უფლება გააჩნდა, თუმცა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, სამი წლით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. „ჩემი მეუღლე სახლიდან გავიდა აფთიაქში ბავშვისთვის წამლის მოსატანად. დაახლოებით ნახევარ საათში მომწერა მობილურზე, რომ უნდა გაემგზავროს და ყველაფერი კარგად არის, რაც უცნაურად მომეჩვენა. ამის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში მას ვეღარ ვუკავშირდებოდი. დავურეკე ყველა ჩვენს მეგობარს, თუმცა ვერაფერი გავიგე. მოგვიანებით ჩემი მეუღლე დამიკავშირდა და მითხრა, რომ საქართველოში იმყოფება. იგი ექვსმა შეიარაღებულმა პირმა დააკავა, დაადეს ხელბორკილი, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, წაიყვანეს აეროპორტში და საქართველოში გაუშვეს“, - აცხადებს დეპორტირებული პირის მეუღლე. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარი კანონის უხეში დარღვევაა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო „იაფფასიანი მაფიოზივით“ იქცევა. „ამ ადამიანს დავყავდი, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც მივხვდი, რომ ჩემს გარემოცვას ემუქრებიან, ის საქმიანობას ჩამოვაშორე. 2006 წელს ვლადიმერ პუტინი რუსეთში საქართველოს მოქალაქეებს ზუსტად ასე ექცეოდა, ასე მიხდიდა ის სამაგიეროს. პოროშენკო არაფრით არ განსხვავდება ვლადიმერ პუტინისგან. ახლა ცდილობს სამაგიერო გადამიხადოს. როგორ შეიძლება ცივილიზებულ სამყაროში ადამიანებს ისე მოექცნენ, როგორც დღეს მოექცნენ ჩემს მხარდამჭერებს“, - განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილი თავად დეპორტირებულ პირს ტელეფონით ესაუბრა. ვინმე მიშამ, რომლის გვარსაც ვიდეოში არ ასახელებენ, განაცხადა რომ საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა, რადგან საერთაშორისო პასპორტი და მართვის მოწმობა ჰქონდა, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ კიდევ რამდენიმე პირი ქვეყანაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე შეუშვეს.
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)