|
2015-05-02 09:26:58, 376 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის „ბოლო ვერსია“ პრემიერის პრესკონფერენციამდე მოისმინა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის „ბოლო ვერსია“ პრემიერის პრესკონფერენციამდე მოისმინა. ამის შესახებ მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მისივე თქმით, საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმირება პრემიერის პრესკონფერენციის შემდეგ რამდენიმე წუთში მოხდა. "მე გუშინ საღამოს მქონდა კომუნიკაცია ღარიბაშვილთან, ასევე უსუფაშვილთან. საუბრის დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს იყო საქმის კურსში ჩაყენება. ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, თუმცა ქმედებები, ბუნებრივია, არ გამივლია. ეს არ იყო კონსულტაცია, ეს იყო საქმის კურსში ჩაყენება. მე მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ეს განხორციელდა. გეტყვით დინამიკასაც და იმედია, ეს ყველაფერს ნათელს მოჰფენს - მე ვიყავი საქმის კურსში ჩაყენებული, მაგრამ დინამიკა ისეთი სისწრაფით იცვლებოდა, რომ შემადგენლობის შესახებ ბოლო ვერსია მაშინ ვნახე, როცა ტელევიზორში ვუსმინე ბატონ ირაკლის. როცა მოვისმინე საბოლოო პოზიცია, ალბათ 5-10 წუთში, ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩააყენა საქმის კურსში მთავრობის ადმინისტაცია როგორც ჩემი პრესკონფერენციის, ისე იმის შესახებ, რომ საჩქარო უკვე აღარაფერი აღარ იყო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)