14:56 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 16:56:37, 2937 ნახვა

მსოფლიო
მალტაში გავლენიანი ჟურნალისტი და ბლოგერი დაფნე კარუანა გალიცია მოკლეს

მალტაში გავლენიანი ჟურნალისტი და ბლოგერი დაფნე კარუანა გალიცია მოკლეს, - ამის შესახებ Times of Malta იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 53 წლის ჟურნალისტი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.

მედიის ცნობით, მკვლელობამდე 2 კვირით ადრე ჟურნალისტმა სამართალდამცველებს მიმართა და აღნიშნა, რომ ემუქრებიან.

როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტმა პანამის დოკუმენტებში მალტის პრემიერ-მინისტრის ჯოზეფ მუსკატის მეუღლის სახელზე არსებული ოფშორული კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა. "პანამის დოკუმენტებიდან" მოკლულმა ჟურნალისტმა გაიგო, რომ პრემიერის მეუღლის მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიები ფულს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის კომპანიისგან იღებენ.

სწორედ გალიციას სტატიის შემდეგ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ასევე დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, თუმცა მათში ისევ ჯოზეფ მუსკატმა გაიმარჯვა.

ჟურნალისტის მკვლელობას მუსკატი უკვე გამოეხმაურა და მომხდარს "ბარბაროსული აქტი" უწოდა. მან პირობა დადო, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. 

ამასთან, Wikileaks-ის დამფუძნებელმა  ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაციისთვის, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, 20 ათასს ევროს გადაიხდის.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, მოომხდარს ევროკავსირიც გამოეხმაურა. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ გალიციას მკვლელობა შეკვეთილი იყო. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი მარგარიტის სხილასი ჟურნალისტის გარდაცვალების დეტალურად გამოძიებას ითხოვს. 

“ჩვენ შეძრულნი ვართ მალტაში ერთ-ერთი წარმატებული ჟურნალისტის, დაფნე კარუან გალიციას გარდაცვალებით, რომელიც შეკვეთილ მკვლელობას გავს“, - განაცხადა სხილასმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics