|
2015-05-01 15:39:25, 479 ნახვა
პოლიტიკა
რიჩარ ნორლანდი: მნიშვნელოვანია, სამთავრობო ცვლილებების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს
მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ცვლილებების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, განსაკუთრებით, თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აშშ საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესს პატივს სცემს. „აშშ სრულად სცემს პატივს საქართველოს საკონსტიტუციო პროცესს. შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა იმ სამინისტროებთან და მინისტრებთან, რომლებიც ტოვებენ პოსტებს და ველით, რომ ურთიერთობები მომავალშიც ნაყოფიერი და კონსტრუქციული იქნება. ახლა, როდესაც საქართველო ჩართულია ევროპულ პროცესში, განსაკუთრებით, რიგის სამიტის წინ და აშშ-სთან აქვს სტრატეგიული პარტნიორობა, მნიშვნელოვანია ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, განსაკუთრებით, თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრატეგიულ პარტნიორობაში", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)