22:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 10:00:12, 1898 ნახვა

ეკონომიკა
ბრუნო ბალვანერა: რომელ სამინისტროსაც არ უნდა ეწვიოთ, ნახავთ, რომ იქ საძირკველს უყრიან მომავალს

„თუ საქართველო ნამდვილად ევროპის „მეორე ტალღის“ ლიდერია, რა განაპირობებს ამ ლიდერობას? რა განასხვავებს საქართველოს სხვა ქვეყნებისგან? - Emerging Europe-ის რედაქტორის, ენდრიუ ვრობელის ამ კითხვაზე  EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ განმარტა, რომ აქ მთავარი საქართველოს მთავრობის სწორი სტრატეგიაა.

ბალვანერამ Emerging Europe-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ეკონომიკურ რეფორმებზე ვრცლად ისაუბრა.


„ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია მთავრობის თავდადება, ხედვა და სტრატეგია, ასევე ის ფაქტი, რომ ამ მთავრობის არჩევა დემოკრატიის პრინციპების დაცვითა და გამჭირვალედ მოხდა.  ხელისუფლება რეფორმების პროცესს  განაგრძობს და მუდმივმოქმედი ინსტიტუციების შექმნას ემსახურება. საქართველო მშენებარე ქვეყანაა.  რომელ სამინისტროსაც არ უნდა ეწვიოთ, ნახავთ, რომ იქ საძირკველს უყრიან მომავალს“ – აღნიშნა ბალვანერამ.


მისი განცხადებით, ისტორიული თვალსაზრისით, საქართველო იმაზე მეტად ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ. 

„ეს აშკარად შესამჩნევია, თუ მოსახლეობას დავაკვირდებით. საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია ცალსახაა: ევროპა და ჩრდილოატლანტიკური კავშირი. ქვეყანა მჭიდროდაა დაკავშირებული ევროპასთან და აშშ-სთან,  ცხადია, საკუთარ მომავალსაც იმავე მიმართულებით განვითარებაში ხედავს“ - აღნიშნა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics